
ინფექციურში მოთვსებული ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო კლინიკაში უკვე მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან-ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„გუშინ დილით გვქონდა 170 შემთხვევა, დღეს გვაქვს 188 შემთხვევა. 14 ახალი შემთხვევიდან 5 ინფიცირებული ჩვენთან იმყოფება. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ჩვენთან უკვე მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. დღე-ღამის განმავლობაში ჩვენთან 28 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, 5 იყო დადებითი, 3-ზე გაურკვეველი პასუხები მოვიდა და მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება, დანარჩენი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 38 პაციენტი მკურნალობს, 1-ის მდგომარეობა კრიტიკულია, გუშინ დაგვემატა კიდევ 2 პაციენტი, რომელთაც მძიმე პნევმონია აქვთ. დღეს განმავლობაში ჩავატარებთ კიდევ ტესტირებას და თუ ვინმეს ორჯერ მოუვა უარყოფითი პასუხები და მათი ზოგადი მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენ მათ გავწერთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა.