-
2020-04-05 17:57
კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა-განაცხადა ლევან რატიანმა.
„კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში სამწუხაროდ გაიზარდა რიცხვი და არის შვიდი პაციენტი. კარგად იცით, რომ ჩვენი კლინიკა ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულ პაციენტებს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი არის 67 წლის, კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორიული დისტრესი გემოდინამიკის რღვევით“ , - განაცხადა ლევან რატიანმა. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.