ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა.
„სოციალურ ქსელში ვხედავდი, რომ ადამიანები სხვადასხვა ტიპის მრავალჯერად ნიღბებს აკეთებდნენ, მაგრამ ისინი სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ახლობლებისთვის გამოუსადეგარი იყო. კორონავირუსის გამო ისეთი პანიკაა შექმნილი, რომ არავის უფიქრია ადამიანების ამ ძალიან დიდ რაოდენობაზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მათაც ცოტათი გავუადვილოთ ცხოვრება“, - ამბობს 21 წლის ეშლი ლოურენსი.