
შეიცავს თუ არა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებს ერთი კოვზით ზიარების წესი და სააღდგომო ლიტურგიის ძველი სტილით ჩატარება, ამ საკითხებზე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ილაპარაკა.
„მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები იქნება ეს ზიარება ერთი კოვზის გამოყენებით, თუ მაგალითად იქნება ეს ლიტურგია როგორიც იყო გასულ წლებში ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს. ვფიქრობ რომ ვირუსის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.