-
2020-04-05 14:44
აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას-ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანას ფილტვების ვენტილაციის აპარატები არსებული რაოდენობა არ ეყოს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს არაა გამორიცხული.
„შესაძლოა ასეთი დეფიციტი შეიქმნას, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ შტატებს იმდენი აპარატი არ დასჭირდეთ, რამდენსაც ითხოვენ. ზოგიერთი შტატი გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე სჭირდება. თუმცა ჩვენ დიდი რაოდენობით სამედიცინო მოწყობილობა გვაქვს და მზად ვართ, ის ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში ჩავიტანოთ. იქიდან, სადაც ინფექცია ნაკლებადაა გავრცელებული, ფილტვების ვენტილაციის აპარატები შეიძლება სხვა შტატებში ჩავიტანოთ. ძალიან ბევრ შტატს შეეძლო, ეს აპარატები ადრეც შეეძინა, მაგრამ ფული სხვა მიმართულებით დახარჯეს. თუმცა მე მათიც მესმის, ვის შეეძლო ასეთი რამის წარმოდგენა?“ - განაცხადა ტრამპმა.