
მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ უკან მიაქვს სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის დროს სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა:
“მე პირადად ძალიან სწრაფად მომიწია განცხადების გაკეთება. ჩემი მრევლი სულ კითხვას მისვამდა, როგორ მოქცეულიყვნენ და ის იდეა მომივიდა, რომელიც გავაჟღერე. მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა იქიდან გამომდინარე, რომ ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
რამდენიმე დღის წინ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.