
ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვლილების დაკრძალვის წესები კიდევ ერთხელ განმარტა.
„სასურველია და აუცილებელია, რომ გარდაცვლილი კორონავირუსული ინფექციით ან შესაძლო შემთხვევით, დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი მისამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ჩვენ ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი შესაბამისი სარიტუალო სუფრები და ა,შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლი 25 მარტს შეიმუშავა.
საქართველოში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა.