
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილი ქალის მდგომარეობაც მძიმეა. ის კლინიკაში შემოყვანისთანავე დავაინტუბირეთ და მართვით სუნთქვაზეა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 64 პაციენტია. აქედან კორონავირუსი 34-ს აქვს დადასტურებული. „დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული 12 ახალი პაციენტი მივიღეთ. აქედან 11-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა ტურძელაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.