
საფეხბურთო კლუბი „ბორუსია დორტმუნდის“ სტადიონი ვესტფალენშტადიონი კორონავირუსთან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდება. ამის შესახებ ნათქვამია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
„შაბათიდან „სიგნალ იდუნა პარკის“ ჩრდილოეთ ტრიბუნა მზად იქნება მოემსახუროს პაციენტებს, რომლებსაც შესაძლოა კორონავირუსი აქვთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1129-ს მიაღწია, 86 667 კი დაინფიცირებულია.