
სენატორების აღშფოთების მიზეზი ორგანიზაციის მიმართ გავრცელებული ბრალდებები გახდა, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ფარულად დაეხმარა.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ინფორმაციის დამალვა. ვფიქრობ, ბატონმა ტედროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ჩვენც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ.
ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს, როცა უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა სენატორმა მართა მაქსალმა Fox Business-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ მართა მაქსალი რიგით უკვე მეორე სენატორია, რომელმაც WHO-ს გენერალურ დირექტორს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.