
„მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.
მიტროპოლიტის თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების რიტუალი უახლოეს ხანში რუსეთის ეკლესიებში არ ჩატარდება.