
ჩინეთში 4 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმედება, ადმინისტრაციულ შენობებზე კი დროშებს დაუშვებენ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსს 3 322 ადამიანი ემსხვერპლა, 81 620 კი დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.