
როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტი 10 წლის ბავშვის მშობელია. „დღეს დილად 14-მდე ტესტი გავაკეთეთ და მშობელს დაუდასტურდა, დანარჩენი ნეგატიური იყო“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 131 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.
შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.