
კორონავირუსის გამო, რუსეთში არასამუშაო კვირა 30 აპრილამდე გახანგრძლივდა.
პრეზიდენტის თქმით, მუშაობას გააგრძელებს სასურსათო მაღაზიები, ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები.
პუტინმა ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
2 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 3548 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 2475 მოსკოვში, დაიღუპა 30.