ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა თბილისში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ

Image

ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის (მშენებლობაში იგულისხმება ყველა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის შენობა-ნაგებობების მშენებლობა) უნდა მიმართონ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური წერილობითი განცხადებით https://my.municipal.gov.ge/#!/guest/service-select- ზე, რომლითაც უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტების შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. ამავე განცხადებაში მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე, ასევე მუნიციპალიტეტს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული სუბიექტის მიერ შესაბამის ობიექტზე ამ წესების შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობების და საშუალებების არსებობაზე.

 

 

ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება- დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ მუნიციპალიტეტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება წესების და რეკომენდაციების დარღვევა, პირზე გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და ეკონომიკურ აგენტს შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !