
ყველა ბაზარს და ბაზრობებს მუშაობა აკრძალული აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გამოცემულია დეკრეტი, სადაც მითითებულია, ვის აქვს მუშაობის უფლება და ვის არა. შესაბამისად, ბაზრებს და ბაზრობებს მუშაობის უფლება არ აქვთ. თუ ეს საქმიანობა მაინც გრძელდება, შესაბამისი სამსახურები მათ აუცილებლად დააჯარიმებენ“, - აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.