
ერევანში კორონავირუსი ციხის თანამშრომლებს დაუდგინდათ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მომხდარს ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ.
მათი განყოფილების კიდევ 28 თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. უახლოეს დროში ტესტირება მათაც ჩაუტარდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.