-
2020-04-02 15:43
ახალი კორონავირუსის შესახებ, სამხურახოდ, ბევრი რამ არ ვიცით.
თუმცა არის კონკრეტული სიმპტომები, რომლებიც აღნიშნულ ვირუსზე მიგვანიშნებენ.
COVID-19-ის ყველაზე გამორჩეულ სიმპტომებს შორის არის მშრალი ხველა, ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება.
თუმცა არის სიმპტომები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სიმპტომია და ის სხვადასხვა კვლევის
შემდეგ გამოიკვეთა:
1.საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მაგალითად, ფაღარათი და ღებინება შეიძლება, საკმაოდ
გავრცელებული სიმპტომი იყოს.
2.COVID-19-ს ზოგჯერ თან ახლავს ციება და კუნთების ტკივილი.
3.ვირუსული ინფექციის ნიშანი ასევე შეიძლება იყოს თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ცემინება ახალი კორონავირუსისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი.
თუ თქვენ ცხვირიდან გამონადენი გაქვთ ან აცემინებთ, ეს უფრო ალერგიაზე ან გაციებაზე მიუთითებს.