
ეს სიტყვები ლეგენდარულ დიზაინერს კოკო შანელს ეკუთვნის. ელეგანტური სისადავე– სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ეს კოკო შანელის სტილია, რომელმაც ქალი მოხერხებულ შარვალში გამოაწყო და ქალურისა და მამაკაცურის შეხამება ასწავლა.ლეგენდარული კოკო შანელი უკვე წლებია, რაც თაობების იდეალად რჩება
დღეს მას გაგაცნობთ, როგორც გენიალური ფრაზების ავტორს:
„ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს“
”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი”
”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია”
”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს.
”ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი“
„თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.“
„მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.“
”ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს
”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული”
„მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება…“