
შეშფოთების საფუძველი რომ არსებობდა, იმიტომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეშფოთების საფუძველი მგონი დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე. შეშფოთების საფუძველი რომ იყო, იმიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, შეშფოთების საფუძველი რომ გვქონდა, ამიტომ გამკაცრდა ზომები. ეს ყველაფერი კეთდება სწორედ იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
ვირუსის პიკზე საუბარი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი ამბობს იმნაძე- „პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.