
პაციენტები, რომლებსაც აქვთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მკურნალობას სახლში გავივლიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„კომუნიკაციის პირველი დღიდან, იანვრიდან, როდესაც დაფიქსირდა ეს ვირუსი, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ეს დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქად და ეს არის დაავადებულთა 80%-ს შეადგენს. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას სახლში გაივლიან“, - განაცხადა მინისტრმა.