-
2020-04-01 21:35
ხშირად ფობია რთულ ფორმას იღებს და პრობლემებს უქმნის ადამიანს ყოველდღურობაში.
შიში ეს არის ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური რეაქცია, და ეს ძალიან საჭირო – ადაპტური ფუნქციაა, ანუ ადამიანს ეშინია მაშინ, როდესაც რაიმე სახიფათო ხდება, ჩნდება ზიანის მომტანი რაიმე სტიმული ან უბრალოდ გაურკვეველ მდგომარეობაშია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შიში, რომელიც ძალიან კარგია, ხდება შემაწუხებელი, აკვიატებული, არაჯანსაღი – ასეთ შიშს ფობია ქვია. ანუ ფობიის დროს შეიძლება საერთოდ არც კი არსებობდეს რეალური საფრთხე, არსებობს მხოლოდ შიშთან დაკავშირებული აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია და იმდენად მოიცავს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას, რომ მისი გაკონტროლება, გაცნობიერება შეუძლებელი ხდება. ფობია ძირითადად უკავშირდება ერთი, რაიმე სახის შიშს. არსებობს უამრავი დასახელების ფობია – მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი – ღია სივრცის შიში (აგორაფობია) , სიმაღლის შიში (აკროფობია), სიბნელის (აჩლოუფობია) და ა.შ.

შიშის დაძლევას საკუთარ თავში ძალის პოვნა სჭირდება, თუმცა ისიც კარგად უნდა გაითავისოთ, რომ
შიშები და ფობიები ერთ დღეში არ ქრება.

ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს, ჩვენს შიშებს თვალებში ჩავხედოთ და გავაცნობიეროთ,რომ ის
არც კი არსებობს ან არსებობს , თუმცა არც ისეთი საშიშია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ.
"ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ შიში ჩვენი შექმნილია და სანამ ჩვენ არ "დავუძახებთ", მანამ თავის
საიმედო სამალავშია, არც კი ფიქრობს ჩვენს შეშინებას, სანამ ჩვენ არ მოვიხმობთ. "-ამბობს ჯეფერსონის
უნივერსიტეტის ფსიქოლოგი.

შიშის დაძლევის დიდი სურვილის მიუხედავად, როგორც კი ვდგებით სიმაღლეზე, როგორც კი ვრჩებით სიბნელეში
მარტო, როგორც კი ვჯდებით თვითმფრონავში, გვავიწყდება, რომ ერხელაც შევპირდით საკუთარ თავებს,
აღარ შეგვშინებოდა.
არცისე მარტივია ამის გათავისება, ამიტომ ზოგიერთი ფსიქოლოგი გვირჩევს, ადამიანებმა ვისწავლოთ
შიშების კონტროლი და ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება.
მარიამ ნებიერიძე