გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცეს

Image

კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ თბილისის გამგეობებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

 

თბილისის მერმა პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების აქცია გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ვაგრძელებთ ჩვენ აქტივობებს, რომ დავეხმაროთ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და დღეს ჩვენი თანამდგომა სჭირდებათ. დღეს 1000 ოჯახისთვის კომპანია „შილდამ“ და ფონდმა „ქართული გალობა“ შესაბამისი პროდუქტები გადმოგვცა, რომლის მიწოდება ამ ოჯახებისთვის თბილისის ათივე რაიონში დღესვე დაიწყება. მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდია ბიზნესის მხრიდან სურვილი ჩაერთონ ამ ღონისძიებებში, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასევე, აქტიურობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი. ისინიც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩართული არიან ამ პროგრამაში, იღებენ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ ასეთი ოჯახების დახმარებასა და თანადგომას. ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ, დაგვიკავშირდეთ და თქვენც ჩაერთოთ ამ პროექტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთების გარდა, ფოდმა „ქართული გალობა“ გამგეობებს 2000 ცალი პირბადე გადასცა.

„თბილისის მერიის მხრიდან ძალიან სწორი და დროული აქციაა. დიდი სიამოვნებით ჩავერთეთ პროექტში და 1000 ოჯახს მიზნობრივად დავეხმარებით. ეს არის ის ჯგუფი, ვისაც შექმნილ სიტუაციაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კომპანია „შილდას“ დამფუძნებელმა, მიხეილ ჩხარტიშვილმა.

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტისა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათების გადაცემის პროცესს რაიონის გამგებლები და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !