
რუსეთმა გამოგვიგზავნა სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უნდა აღვნიშნო, რომ ბევრ ქვეყანასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩინეთმა გამოგვიგზავნა ნივთები, რაც შესანიშნავი იყო. რუსეთმა გამოგვიგზავნა რაღაცები, სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს საგნები, რითაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული. ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ საზღვრების ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვრების არსებობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.