
პრინც უილიამს სანიტარული ავიაციის პილოტად მუშაობა სურს.
ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 37 წლის პრინცმა კროიდონში, ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ქოლცენტრი მოინახულა და განაცხადა, რომ სანიტარული ავიაციის რიგებში პილოტის რანგში დაბრუნება სურს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 22 465 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1412 ადამიანი გარდაიცვალა, 179 კი განიკურნა.