-
2020-03-31 16:26
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ტევეპირველზე სხვადასხვა ჟურნალისტის ჩართვებიდან ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ ასეთ დროს ერიდება შინ წოლა.
“მე რომ ვწევარ და ეს ბავშვები მუშაობენ, საშინლად მერიდება. ვნერვიულობ. მაგრამ რომ ვწევარ და მაყურებლის პოზიციიდან ვუყურებ, კიდევ უფრო მაგრები ყოფილან, ვიდრე მეგონა “ჟიჟი და მისი რაზმი” )) მერე რა, რომ ნახევარი ძალით მუშაობენ, სხვადასხვა კლასტერად დაყოფილები, რა ეტყობათ ამათ განახევრების”.
შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ინგა გრიგოლიამ ფეხი მოიტეხა, მას ოპერაცია გაუკეთდა და ამჟამად რეაბილიტაციას სახლში გადის.