-
2020-03-31 11:34
ზურა ხაჩიძე რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იყო.
ამის მიზეზი კი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გახლდათ. ხაჩიძეს მოულოდნელად სიცხემ მისცა, იმის გამო, რომ მისი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია სიმსივნეს ებრძვის და რისკ-ჯგუფშია, ზურა საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდა.
მან გამოჯანმრთელების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა :
"ყველაზე მაგარი საზოგადოება ჩამოვყალიბდით ამ ხუმრობა ხუმრობაში! მიყვარხართ ყველა ვინც თქვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასრულებთ! მომინდა ამის დაწერა. (სიცხე აღარ მაქვს დაგამშვიდებთ)" - წერს ხაჩიძე.