
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 მოქალაქე რჩება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.