
ხელისუფლების ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემსახურება, ჩვენგან ამ რთული დღეების განმავლობაში მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მთავარი ღირებულება, ამიტომ სახელმწიფოც და ხელისუფლებაც ვალდებულია გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე. რაც არ უნდა მკაცრად მოგვეჩვენოს ეს ნაბიჯები, ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, დღეს მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ამ ნაბიჯების აუცილებლობას ვხედავთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.