
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ამის შესახებ გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული, და ეს გვაძლევს ყველა იმ სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ, შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას”, – განაცხადა გახარიამ.