
პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
პრინც ჩარლზს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ის თავს კარგად გრძნობდა.
მან შვიდდღიანი თვითიზოლაცია შოტლანდიაში გაიარა და თვითიზოლაციის დასრულების გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ მედიაში პრინცი ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა.
შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.