
მიუხედავად თვითიზოლაციისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციისა, ადამიანს ყოველთვის
აქვს სურვილი კარგად გამოიყურებოდეს. ეგეც რომ არ იყოს, მოდის ზაფხული, პერიოდი, როცა
ადამიანების უმეტესობა დიეტებსა და ვარჯიშს ვიწყებთ.
დიეტის დროს მთავარი ცხიმის წვაა, რომელსაც სწორი ვარჯიში და კარგად შერჩეული
საკვები სჭირდება.
ამჯერად წარმოგიდგენთ ცხიმის წვის ხუთ ეფექტურ ხერხს:
მთავარი წესი: დღის განმავლობაში უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე იღებთ
მას საკვებიდან. მხოლოდ ამის მერე დაიწყებს ორგანიზმი გამოიყენოს ენერგიის წყაროდ თქვენი
ცხიმის მარაგი და შეავსოს ეს დეფიციტი.
კვება უნდა იყოს დღეში 4-ჯერადი და მცირე პორციებით. ეს აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას,
მეტაბოლიზმს.
დიეტის დროს არ უნდა მიიღოთ სწრაფი ნახშირწყლები.
მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, ის შეიცავს უჯრედისს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ითვისებს და
მის გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას.
სვით ბევრი წყალი, რადგან როცა ხართ დიეტაზე იღებთ დიდი რაოდენობით ცილებს, რაც ზედმეტად
ტვირთავს თირკმელებს. წყალი ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებისას მიღებული ნარჩენების
გამოდევნაში.