
ნატო-ს შტაბ-ბინაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა.
ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
პირი, რომლის ანალიზიც ვირუსზე დადებითი იყო, იტალიიდან ბრიუსელში გასულ კვირას დაბრუნდა.
„პასუხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ინფორმაცია კოლეგებს ეცნობათ. გასული კვირის ბოლოდან
ისინი სახლიდან მუშაობენ და ასე განაგრძობენ. ნატო-ს შტაბბინის თანამშრომლები ინფორმირებულნი
არიან. ნატო განაგრძობს დაკვირვებას მდგომარეობაზე და მოვლენების განვითარების პარალელურად მიიღებს
აუცილებელ ზომებს“,-წერია განცხადებაში.