გურიაში იზოლირებულთა დაუმორჩილებლობის გამო ეპიდემიოლოგები შემოვლებს საპატრულო ეკიპაჟებთან
ერთად ახორციელებენ.
ამის შესახებ "გურიის მოამბესთან" საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის წარმომადგენლობის
უფროსმა არჩილ მჟავიამ, რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
კორონავირუსის გამო თვითიზოლირებულთა რიცხვი ოზურგეთში ოთხით გაიზარდა და 13 -ს მიაღწია
"კორონავირუსის შემთხვევა გურიაში არ დაფიქსირებულა მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თვითიზოლირებულტა
რიცხვი ოზურგეთში ორით გაიზარდა და ამ დროისათვის 13 ადამიანამდე გაიზარდა"
"ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენლები მიემგზავრებიან სოფელ თხინვალში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) სადაც
იტალიიდან ორი ადგილობრივი წუხელ დაბრუნდა და მათ დაკვირვების ქვეშ ავიყვანთ" - თქვა მჟავიამ.
მჟავიამ გამოთქვა წუხილი რომ თვითიზოლირებული მოქალაქეები არ იცავენ მითითებულ წესებს, ხშირად არღვევენ
მას და ამის გამო გუშინ შტაბის წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები იძულებულნი გახდნენ შემოვლები საპატრულო
სამსახურთან ერთად გაეკეთებინათ:
"ერთი უბრალო დარღვევაც და გადავიყვანთ ყველას საკარანტინო ზონაში" - განაცხადა მჟავიამ.
მისივე თქმით ჩოხატაურში და ლანჩხუთში თვითიზოლირებულთა რაოდენობა იგივე რჩება-შესაბამისად ორი
და ერთი და საერთო ჯამში გურიაში ამ დროისათვის 16 ადამიანზე მიდის დაკვირვება.