
ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე დიპლომატიურმა მისიამ ოფისები დახურა და საკუთარი პერსონალის ევაკუაცია
განახორციელა.
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, იანვარში ჩრდილოეთ კორეამ საზღვრები სრულად ჩაკეტა,
შესაბამისად ამ დროისთვის ფხენიანის ინფორმაციით, ჯერ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა,
თუმცა მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ქვეყანაში ათასობით ადამიანი იზოლაციაშია.მათ შორის რთული
შეზღუდვების პირობებში უწევთ მუშაობა ასობით დიპლომატს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი" ავრცელებს.