
დღეს, 9 მარტს გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძარს უკვე
მეორე დღეა აქრობენ.
ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი
ხელმძღვანელობს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე 120-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფება.