
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პირი ერთად იმყოფებოდა იტალიაში.
"ეს გახლავთ ე.წ. ერთი კლასტერი, ანუ ერთანეთთან დაკავშირებული შემთხვევები. ძირითადად ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად გახდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში", — განაცხადა მან.