-
2020-03-05 21:54
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ Stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის მიერ შექმნილი პლატფორმაა. სულ საქართველოში 9 შემთხვევაა დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს ერთი კლასტერის, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევებია.
"ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად გახდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში", — განაცხადა მან.
Stop.cov.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი 45.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29