ეზოთერიკოსი ლაშა ჩხენკელი კორონავირუსზე-"ეს საპილოტე ვერსიაა ადამიანთა კოლექტიური ცნობიერების გამოსაღვიძებლად , ეს იმის მანიშნებელია, რომ კიდევ უფრო მძიმე შემოტევა გველოდება"

Image

გადაცემა „სარჩევს“ ეზოთერიკოსი ლაშა ჩხენკელი  სტუმრობდა.

 

 

ეზოთერიკოსი კი ეზოთერიის სფეროში მოღვაწე ან მოაზროვნე ადამიანია, თავად ეზოთერიკა კი გარკვეული მოვლენის

შინაგან მხარეს შეისწავლის, უფრო ზუსტად კი,  გარეგანი ფორმების სიღრმისეულ არსს.

 

აღნიშნული სფერო ადამიანებს საკუთარი თავის პოვნასა და პრობლემების აღმოფხვრაში  ეხმარება.

 დღესდღეობით ინტერნეტსივრცეში მრავლადაა საიტები , რომლებიც ადამიანებს ყოველკვირეულ

ასტროლოგიურ პროგნოზს ამცნობენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პორტალის ინფორმაციას ერთმანეთს

შევადარებთ,  მათი პოზიციები ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებზე განსხვავებულია.

 

 

 

 

კითხვაზე , თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ინდივიდუალური რუქა რომ გააჩნდეს ამაზე გადაცემის სტუმარმა

ვრცლად გვიპასუხა: „პირველ რიგში უნდა დაიბადოს, ეს , რა თქმა უნდა, იუმორით, თუმცა ის დაბადების

წამიდან შემოდის ენერგოინფორმაციულ მატრიცაში , რომელმაც განაპირობა კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის შობის სახით,

იმის თქმა მინდა, რომ  ადამიანს ეს ინდივიდუალური რუქა თავიდანვე აქვს , ჩვენ ეზოთერიკოსები და

ასტროლოგები მათ აღმოჩენასა და შესწავლაში ვეხმარებით.

 

 

 

 

 ჩვენ ვადგენთ, ადამიანი თუ რა მოცემულობაშია დაბადებული და როგორ უნდა შეძლოს ინდივიდუალური

მონაცემებისა და რესურსის სწორად გამოყენება. ჩვენი მიზანია , ადამიანმა მაქსიმალურად მოა

ხდინოს თავისი პოტენციალის რეალიზება . და მუდამ იყოს იმ კალაპონტში, სადაც მისი მდინარე, სიცოცხლის

სახით მიედინება. ეს არის ადამიანის პირადი ქურა და მატრიცა.

 

იმ შემთხვევაში , თუ ადამიანი ამ ყველაფერს ვერ ახერხებს ამ დროს  შემოვდივართ ეზოთერიკოსები,

ასტროლოგები და მათ დახმარებას ვთავაზობთ."

 

რა არის ჩვენი ძლიერი მხარე, მხარე , რომელიც ზოგჯერ დამალულია და ადამიანმა , შესაძლოა, წლები მოანდომოს

მის მიგნებას:“ყველას აქვს ძლიერი მხარე, თუმცა ეს ზოგჯერ არ ვიცით, ამიტომ ჩვენ მათ ვეხმარებით

გზის პოვნაში“

 

ხშირად ვკითხულობთ წინასწარმეტყველურ პროგნოზებს ამა თუ იმ შესაძლო მოვლენასთან დაკავშირებით, თითქოს ბევრი

რამ ვიცით, სამყაროში მიმდინარე მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ, თუმცა სიახლეებ  მაინც მოუმზადებლები

ვხვდებით. ვეცნობით და არ ვითვალისიწნებთ, არ ვემზადებით ..

 

გადაცემის სტუმარი ამბობს, რომ მიუხედავად მსგავსი ტენდენციისა,როგორიცაა წინასწარმეტყველებისა თუ

ეზოთერიკოსების მომავალი პროგნოზების არსებობა, მოულოდნელობის ეფექტი საზოგადოებაში

მაინც გარდაუვალია. მაგრამ  ინდივიდუალური მიდგომებით ცნობიერების მდგომარეობიდან

გამომდინარე , შესაძლებელია პრევენციული ზომების მიღება.

 

_MG_9274.JPG

 

 

საინტერესოა , აქვს თუ არა პროგნოზი, რამდენად რეალური საფრთხის წინაშე დგას მსოფლიო :“მარტივად

რომ ვთქვათ, ეს ტალღა, რაასაც ვუწოდებდი ვირუსულ შემოტევას გარდამავალია. ეს საპილოტე ვერსიაა

 ადამიანთა კოლექტიური ცნობიერების გამოსაღვიძებლად , ეს იმის მანიშნებელია, რომ კიდევ უფრო

მძიმე შემოტევა გველოდება, მაგრამ გარკვეული წლების განმავლობაში ეს შეიძლება არც მოხდეს.

 

გარესამყარო რომ ადამიანთა მიმართ მაქსიმალურად ტოლერანტული იყოს

აუცილებელია გავერკვიოთ რა არის ჩვენი არსი, რათა თავს არ ვავნოთ. წარმოიდგინეთ, ნებისმიერი ელექტრო

მოწყობილობა, თუ ჩვენ მისი გამოყენება არ ვიცით, რაღაც ნაწილს აუცილებლად  დავაზიანებთ და შედეგი

ის იქნება, რომ შეიძლება აღარც იმუშავოს. ასევე ადამაინი, ის უნდა ჩაწვდეს თავის არსს.

 

და ბოლოს, რაც შეეხება პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში ეს არის თემა , რომელიც მუდამ აქტუალურია ,

საინტერესოა  რას ფიქრობს ეზოთერიკოსი -იქნება თუ არა სტაბილურობა ქვეყანაში-

 

„არსებული მონაცემის ანალიზიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი სტაბილური არ იქნება, რადგან ლილიტი-

შავი მთვარე, რომელიც სიმძაფრეს სძენს კონკრეტულ თემატიკას ვერძის ზოდიაქოშია გადასული, თავად

ვერძის ზოდიაქო კი რქებით ყველაფერს აწვება, აგრესიას გამოავლენს, ასეთივე აგრესიაა მოსალოდნელი პოლიტიკაში.

მთავრობას გარკვეულ დათმობებზე წასვლა აუცილებლად მოუწევს. შეუძლებელი არაფერია, გააჩნია პოლიტიკურ ნებას.

ოპოზიციასთან დათმობა შესაძლებელია.

 თავის მხრივ, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი:პატრიოტთა ალიანსი და გაერთიანებული.

 

ოპოზიცია(ისინი თავის მხრივ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება)ორივე მათგანი ხელისუფლებას

ერთ რამეს ეუბნება, აგრესიის ტალღა ლოგიკურადაც მოსალოდნელია, თუ დათმობებს არ ექნება ადგილი.

 

რაც შეეხება მთავრობისა თუ ოპოზიციის სათავეში მდგომ ადამიანებს, ისინი ეზოთერიკოსის მიერ

კარგად შესწავლილი ადამიანები არიან:"სატურნი მალე მერწყულის ზოდიაქოში გადავა, მერწყულის ზოდიაქოს ქვეშ

არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბადებული, ასევე მერწყულის ზოდიაქო მართავს რუსეთის

სახელმწიფოსაც, კარგად ჩანს , რომ  დღემდე  რუსეთის გავლენა იგრძნობა, შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს,

საქართველოს სახელმწიფოებრივი  შესუსტებაც, საქართველოსთვის 2021-22 წლები რომ იტყვიან ამოსუნთქვის

იქნება, ამ ორი წლის  განმავლობაში არ გამოვრიცვახ ხელისუფლების ცვლილებასაც, მიუხეავად იმისა, რომ დიდი 

წინააღმდეგობაა. რაც მთავარია , მინდა ვთქვა, რომ პროტესტის ტალღა არ შენელდება, ამ ტალღის

კულმინაციურ წერტილებს 2022 წელს ვხედავ და ის ახალ ამინდს გამოიწვევს"

 

 

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?