რაც "ნატალიში " დავდივარ,ისეთი შეგრძნება მაქვს , თითქოს ასაკი კი არ მემატება, არამედ მაკლდება"-თამარ სხირტლაძე

Image

"ნატალი ჯგუფი" არსებობის 25 წლიან ისტორიას ითვლის, ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი,

რომელზეც სილამაზის სალონების მთელი ქსელის მუშაობაა დაფუძნებული, კლიენტების ხარისხიანი მომსახურებაა.

ბრენდმა სწორედ მაღალი ხარისხის არსებობითა და  მომსახურების განსხვავებული სერვისებით შეიძინა უამრავი

ერთგული მომხმარებელი. 

 

 

მათ შორის აღმოჩნდა ყველასთვის საყვარელი მსახიობი თამარ სხირტაძე. „ნატალი ჯგუფს“ ნდობა წლების წინ

გამოუცხადა და დღემდე მათი მომსახურებით სიამოვნებით სარგებლობს.

 

 რადიო“აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში მსახიობმა „ნატალი ჯგუფის „ მიმართ თავის დამოკიდებულებაზე

ბევრი ისაუბრა.

 

 

 

ერთადერთი რასაც ნანობს ისაა, რომ გაცილებით ადრე არ გახდა მათი ხშირი სტუმარი.

  მიაჩნია, რომ ქალმა პირველ ადგილას თავისი თავი უნდა დააყენოს და ყველანაირად ეცადოს მომატებულ

წლებს მომზადებული დახვდეს.

 

88177412_2276820805944982_6541926982190366720_n.jpg

 

„ადამიანების უმეტესობა ძვირადღირებულ მანქანებზე და კეთილმოწყობილ სახლებზე ოცნებობს, ერთი შეხედვით

კომფორტს ვიქმნით და სადღაც ჩვენი თავი გვავიწყდება, არ ვფიქრობთ ჯანმრთელობასა და

გარეგნობაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია.

 

 

88968635_134051444641221_1940743799479205888_n.jpg

 

რაღაც პერიოდი მეც ასე ვიყავი,სიმართლე გითხრათ, გარეგნობასა და თავის მოვლას განსაკუთრებული ყურადღება

ჩემი ცოხვრების მეორე ნახევარში მივაქციე.წლების განმავლობაში გრიმს ვატარებდი, მოგეხსენებათ, ჩემი 

პროფესია ისეთია, დილიდან საღამომდე შეიძლება მაკიაჟით ყოფნა  მოგიწიოს, ეს სახის კანზე უარყოფითად მოქმედებს,

შრება და უხეშდება, რაღაც მომენტში კი ჩემი თავი აღარ მომეწონა. 

 

89.jpg

 

 

ამ არაჩვეულებრივ ადგილას მოხვედრას რაც შეეხება, როგორც მახსოვს, სპეკტაკლი მქონდა და თავის

მოსაწესრიგებლად შემოვიარე, ქალბატონმა ნანამ მიცნო და რომ იტყვიან, დახმარების ხელი გამომიწოდა,

გამიწია კონსულტაცია, წლების წინანდელ ამბავს გეუბნებით..დღეს ვსარგებლობ „ნატალის“ყველა მომსახურებით,

რაც ჩემს ასაკში ადამიანს სჭირდება. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის-როცა მეუბნებიან, რომ 90 წელი არ მეტყობა.

უფრო მეტიც, როცა ჩემს ასაკს გებულობენ, ძალიან უკვირთ.

 

 

რაც აქ აღმოვჩნდი, ისეთი შეგრძნება მაქვს , თითქოს ასაკი კი არ მემატება, არამედ მაკლდება, ცოტა ხნის წინ ძალიან

რთული როლი მომცეს, რეჟისორს ვუთხარი, რამე რომ  დამემართოს პრემირის წინ არ გეშინიათმეთქი?

მას შემდეგ აქ სიარულსაც მოვუმატე და ვცდილობ, პრემიერას მომზადებული დავხვდე.

 

ჩემს მეგობრებს თამამად ვურჩევ „ნატალიში“ მოსვლას, ვიცი, რომ კმაყოფილები დარჩებიან, აქ უკვე ყველას ვიცნობ,

შინაურული გარემო და თბილი ადამაინები-ვფიქრობ, მთავარი ეს არის. თუ ვინმეს უნდა 90 წლის ასაკში ჩემნაირად

გამოიყურებოდეს ნატალიში უნდა იაროს.

 

ბოლოს კი ამას დავამატებ-ძალიან ვამაყობ ქალბატონი ნატალით, ქალი როცა ამ ყველაფერს თავისი შრომით შეძლებს და

ამდენ ადამიანს სიხარულს მიანიჭებს,  ეს აღსანიშნი ამბავია. „

 

 

88177435_2754504474585549_1532399521819000832_n.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?