
ბერლინში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.
კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი. პირველი მარტის მონაცემით,
ქვეყანაში კორონავირუსის 129 შემთხვევა ფიქსირდება.