
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის
ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ დილით ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი - ყველა მათგანი
უარყოფითია, მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას
არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ.
დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე
ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.