
ავიაკომპანია Turkish Airlines-მა კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა რეისის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ის იტალიაში რეისებს 1 მარტიდან წყვეტს.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში ყველაზე რთული მდგომარეობაა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე Turkish Airlines-მა ფრენები შეაჩერა ჩინეთსა და ირანში.