
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. ამის შესახებ დღეს, 29 თებერვალს კლინიკის დირექტორმა ლევან გოქოძემ განაცხადა
"ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ჯერჯერობით ეს იქნება საკარანტინო ზონა. ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას", — თქვა კლინიკის დირექტორმა.
დღეს, 29 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა.