24 თებერვალს, საინფორმაციოს პროდიუსერად დანიშნულმა, ნინო ხაჟომიამ 4 დღეში აჭარის მაუწყებელი
საკუთარი განცხადებით დატოვა. მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე მას
ფირუზ ბოლქვაძე შეცვლის.
გარდა ამისა, ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი დირექტორმა,
გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა.