ჭიაბერაშვილი:“ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ "ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს"

Image

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევის

დაფიქსირების შემდეგ ჭიაბერაშვილი ღონისძიებათა იმ ჩამონათვალზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის

განხორციელებაც მთავრობას ევალება.

 

“მთავარია, არ იყოს პანიკა! #2

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ამირან გამყრელიძისადმი ჩემი ნდობისა და პატივისცემის მიუხედავად,

ზედმეტად ვიმშვიდებთ თავს იმით, რომ “ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე გვყავს”.

ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, სცილდება ამ ორი ადამიანის საქმიანობის სფეროს.

დუმს განათლების სამინისტრო.

არადა სკოლების 27%-ში ხელსაბანი არაა. საპონი იქაც არაა, სადაც ხელსაბანია.

დუმან მუნიციპალიტეტები.

ბაღები მათი ქვემდებარეა. ვინმე დამატებით ტრენინგს/ახსნა განმარტებას აღმზრდელებს, მასწავლებლებს უტარებს?

არაფერი ვიცით ჯანდაცვის სისტემის მობილიზაციის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს მიღმა.

თუ საზღვარზე შემსვლელები რისკ-ჯგუფია, დამხვედრები ანუ მესაზღვრე-პოლიციელები, მებაჟეები, პერსონალი?

პირბადეები ჯანმრთელებს არ სჭირდებათ, მაგრამ ვისაც ახველებს და სხვა სიმპტომები აქვს, მათთვის არის საავადმყოფოებში

საკმარისი მარაგი, რომ მედპერსონალი დავიცვათ?

სტანდარტული ანტი-ვირუსული მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატების მარაგი შემოწმებულია? თუ პირბადეების დარად,

მაგაზეც მხრებს ავიჩეჩავთ, რომ დაგვჭირდეს?

ტურიზმის სექტორს როგორ უჭირს უკვე, ვინმემ მოიკითხა?

მხოლოდ იმით, რომ ამირან გამყრელიძე დამაჯერებლობას და პროფესიონალიზმს ასხივებს (არის კიდეც!) და ამით

გვამშვიდებს, შორს ვერ წავალთ.

პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე კითხვებზე პასუხი მოვთხოვოთ!” –

წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?