
საქართველოში კორონავირუს მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
დაინფიცირებული არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. ამირან გამყრელიძე ამბობს,
რომ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე აქედან მაღალი ალბათობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 24 მათგანის
ანალიზის კვლევა მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს
კორონავირუსის შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს", — განაცხადა გამყრელიძემ.