
დახურულ კონკურსზე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი
აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.
ვახო ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა.
კონკურსში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები –
ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის პოსტი 2 თებერვლის შემდეგაა ვაკანტური, როცა ნათია
ზოიძემ ეს პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა.