"დარბაზებში ჰიგიენური ნორმები ხშირ შემთხვევაში დაცული არ არის"-პერსონალური ტრენერი ოთო ღულაძე

Image

რადიო"აფხაზეთის ხმა" ყოველ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მთავარ სარჩევს   წარმოგიდგენთ.

 

 
გადაცემა, რომელიც კვირაში ორჯერ,უკომპრომისოდ გიყვებათ თქვენთვის საინტერესო ამბებს, 
ამჯერად მორიგისტუმრითა და  საინტერესო თემით წარსდგა მსმენელისა და მაყურებლის წინაშე.
 ჯანსაღი ცხოვრების წესი - ესაა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც
 ირდაპირ მიბმულია ჩვენს ჯანმრთელობაზე.
 
ადამიანები ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ავყვეთ მოდის ტენდენციებს, თუმცა 
ზოგჯერ გვავიწყდება, რომ სპორტ დარბაზში სიარული და არასწორად გაკეთებული
ვარჯიშები მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის,ეს და სხვა უსიამოვნებები რომ 
თავიდან ავირიდოთ, გადაცემის სტუმრად პერსონალური ტრენერი,ოთო 
ღულაძე  მოვიწვიეთ.
 
 
"6 წლის ასაკიდან სპორტით ვარ   დაკავებული, უკვე 16 წელია ფიტნესით ვარ 
დაკავებული და ამდენივე წელია, რაც სერთიფიცირებული ტრენეტი ვარ., ყველას
ვურჩევ დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რათა ააშენონ და შექმნან მათთვის საურველი სხეული" 
 
 
ტრენერმა იმ გლობალურ პრობლემაზე ისაუბრა, რომელსაც ჭარბწონიანობა ჰქვია: "
ესაა გლობალური პრობლემა, დაკლება და სასურველი შედეგის მიღება, საქართველო
ში ეს საკითხი მწვავედ დგას და მას დიდი ყურადღება სჭირდება"
 
საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუკი ადამიანები თვითნებურად დაიწყებენ სპორტ დარბაზში ვარჯიშს?
ხშირია ქართულ რეალობაში მაგალითები, როცა ადამიანები
დარბაზში თვითნებური ვარჯიშის დროს რომელიმე ორგანოს იზიანებენ...
 
"ჩემი აზრი ასეთია და ყველას ვურჩევ , რომ ჰყავდეს პერსონალური ტრენერი, არა იმიტომ , მე
მე ვარ ტრენერი, მართლაც საჭიროა, ბევრი იწყებს ვარჯიშს და არ იცის , რა უნდა,
მწვრთნელის გარეშე შეუძლებელია ამის გაკეთება"მას შემდეგ, რაც ადამიანი ვარჯიშს გადაწყვეტს, აუცილებელია
იცოდეს, რამდენად დაცულია ჰიგიენური ნორმები ამა თუ იმ სპორტ დარბაზში- ამ კითხვაზე პასუხი 
ტრენერმა გაგვცა:
 
"გულახდილად რომ გითხრათ, არის დარბაზების კატეგორია, სადაც ეს საკითხი პრობლემის წინაშე არ დგას,
 თუმცა არის დარბაზები, სადაც ეს პრობლემა დღემდე დგას, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დარბაზის მენეჯმენტზეა
დამოკიდებული, თუ რას და როგორი ხარისხით შესთავაზებს მომხმარებელს."
 
კიდევ სხვა თემა და ერთგვარი პრობლემაა არსებული ობიექტების ღირებულება,  თუ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებს გადავხედავთ,თვალნათლივ დავინახავთ, რომ  ფასებში ძალიან დიდი სხვაობაა, ამას გარდა, ბევრ
ქვეყანაში , მანამ, სანამ ადამიანი  ვარჯიშს დაიწყებს, ის ვალდებულია ჯანმრთელობის ცნობა მიიტანოს,
(მოგეხსენებათ არსებობს უამრავი დაავადება, რომელიც ,შესაძლოა, სხვა ადამიანს  სპორტ დარბაზში ვარჯიშის
  დროს გადაედოს ) საქართველოში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, არცერთი მსგავსი ობიექტი
ჯანმრთელობის ცნობას არ ითხოვს.
 
"ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მივარჯიშია ბევრ ევროპის ქვეყნებში , სხვადასხვა დარბაზებსი, სანამ
რეგისტრაციას გაივლი ჯანმრთელობის ცნობა მიგაქვს, ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია შეიძლება
იმით ავხსნათ, რომ ფიტნეს ინდუსტრია აქ ჯერ ახალია,ამიტომ ამ ყველაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, დიდი
ალბათობით დარბაზებში ადამიანების რაოდენობა შემცირდება (პირველ ეტაპზე მაინც )  სამწუხარო ფაქტია,
მაგრამ მათი ძირითადი მიზანი  მეტი ადამიანის მოზიდვაა, იმედია ,მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება და
გამოსწორდება"
 
რაც შეეხება ფასებს, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში   ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ინდუსტრიაა
და საქართველოში ყველაზე მარალი ტარიფები აქვს, სხვა ქვეყნებთან შედარებით: 
 
"გეთანხმებით, რეალური ფაქტია, ეს, ალბათ, იქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენთვის დარბაზი არმატებული
მოვლენაა, თუ მე დარბაზში დავდივარ "მაგარი ტიპი" ვარ, ევროპასა და ამერიკაში კი დარბაზი და იქ
სიარული ჩვეულებრივი ცხოვრების წესია. ეს რეჯიმის განუყოფელი ნაწილია, იმედი, მაქვს, რომ ესეც შეიცვლება. 
 
ყველა სპორტ დარბაზს თავისი ტრენერი ჰყავს, რომელმაც წესით ყველა დამწყებ მოვარჯიშეს ყურადღება უნდა
მიაქციოს და დაარიგო, თუ ის არასწორად ვარჯიშობს,  საქართველოში ესეც პრობლემაა..ასევე საინტერესოა,
არსებობს, თუ არა ორგანიზაცია, რომელიც ტრენერებს გარკვეულ ტრენინგებს უტარებს და ამზადებს პროფესიონალ
ტრენერად.
 
"ზოგიერთი მწვრთნელის კატეგორია სერთიფიკატს ფედერაციიდან, გადის ტრენინგებს, მაგრამ , არ არის საკმარისი,
რომ გახდე პროფესიონალი, ეს ზალიან რთული სფეროა და მას  ბევრი მომზადება და მუშაობა სჭირდება, ასევე
შენ იღებ ვალდებულებას ადამიანის  ჯანმრთელობაზე და შენ არ თხოვ მას ელემენტარულ ანალიზებს, ჯანმრტელობის
მდგომარეობის შესახებ და მიგყავს დარბაზში და უდგენ სტანდარტულ სავარჯიშო  პროგრამას , გააცნობენ და 
შემდგომში იგი დამოუკიდებლად განაგრძობს ვარჯიშს, ეს არასწორია, რა თქმა უნდა, გვყავს კვალიფიციური ტრენერები,
მაგრამ მდგომარეობა სავალალოა"
 
სტუმარმა საკვებ დანამატებზეც ისაუბრა:
 
"ადამიანი ვარჯიშის დროს დახარჯულ ცილებს საკვებიდან სრულად ვერ იღებს, აქედან გამომდინარე
შეიქმნა საკვები დანამატი,ცილის სახით, (პროტეინი) ესაა სპეციალური სტიმულანტები, რომლებიც
ვარჯიშის დროს გვეხმარება, რაც შეეხება მათ მავნებლობას, მე დამწყებებს არასდროს არ ვურჩევ მათ
მიღებას, აქ მათი მირება დამოკიდებულია,თუ რა მიზანს ემსახურება მათი ვარჯიში, ზოგს უნდა დაკლება,  
ზოგს მომატება,,, ეს ყველაფერი ვარჯიშის სტაჟიდან გამომდინარე ხდება. უნდა მოხდეს ორგანიზმის ადაპტაცია და
შემდეგ ხდება ამ დანამატების შერჩევა"
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !