"ეს იქნება ახალგაზრდებისთვის გულშიჩამწვდომი წიგნი"-გივი სიხარულიძის ახალი წიგნი, რომლის მიხედვითაც ფილმს გადაიღებს

Image

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე რადიო „აფხაზეთის ხმას“ სტუმრობდა. ჩვენთან საუბრისას გაგვიმხილა,

რომ მისი ახალი წიგნი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, სულ მალე გამოვა. აღმოჩნდა, რომ

ამავე წიგნის მიხედვით სცენარსაც წერს და ფილმის გადაღებასაც გეგმავს.  

 

 

„ახალ სცენარზე ვმუშაობ, „სიყვარულის ქალაქი“ ჰქვია. ეს იმ წიგნის სახელწოდებაა , რომელიც მალე

გამოვა.

 ეს იქნება ახალგაზრდებისთვის გულშიჩამწვდომი წიგნი - წარსულში მოგზაურობა. ესაა ჩემი და

ჩემი თბილისელი ბიჭების თაობის ცხოვრება. ამ წიგნს ორი სათაური აქვს „სიყვარულის ქალაქი“ და „სევდიანი

გასეირნება სასაფლაოზე“ .რაღა დაგიმალოთ და ამავე წიგნის სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებასაც ვფიქრობ:

ჩემი შვილი რამდენიმე ფილმის რეჟისორია,  მაგალითად მისმა ფილმმა „ბაბუს  მევალემ“ რვა საერთაშორისო

კინოფესტივალი მოიგო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი ნამუშევარიც აქვს ;“სიცოცხლიდან-სიცოცხლემდე“

-მას სხვადასხვა ფესტივალებზე გააგზავნის. თუ ჩემი  სცენარი მოეწონება თავად გადაიღებს, თუ არადა,

მაშინ სხვა რეჟისორებს  მივაწვდი. „

 

1972 წლიდან გივი სიხარულიძე მონაწილეობდა არაერთ წარმატებულ ფილმში, თუმცა როგორც თავად

ამბობს, ახსენდება ორი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა.

 

„პირველი, ალბათ, „უძინართა მზე“ და მეორე,წლების შემდეგ ნათამაშები როლია ტელესერიალში“ცხელი

ძაღლი“- ზაზა ურუშაძის რეჟისორობით, თუმცა ყველა როლი ჩემთვის განსაკუთრებული იყო“

 

143017.jpg

 

maxresdefault.jpg

 

 

გივი სიხარულიძეს  ექვსი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს . ამბობს, რომ ყურადღებიანი ბაბუაა

და მათ ძალიან ანებივრებს:“ახლა უკვე ეგენი არიან ჩემი ცხოვრება , მე მაგათთვის  ვცხოვრობ „ერთი რამე

მიყვარდა მთელი ჩემი ცხობრება-ეს იყო ქალი, ახლაც მიყვარს და ვგიჟდები შვილებზე და შვილიშვილებზე“

 

 

ცოტა ხნის წინ "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის" წინ დღეს გივი სიხარულიძის ვარსკვლავი

გაიხსნა. რამდენიმე წლის წინ კი ,70 წლის იუბილეზე, მას მიენიჭა რაინდის წოდება ქორეოგრაფიაში

გაწეული ღვაწლისათვის.

 

201911091943271976034541.jpg

 

 

20191109194325112993219_photo.jpg

 

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !